ქობულეთის საკრებულოს ოპოზიციური ფრთა თამარ მეფის სანაპიროზე მშენებარე კანალიზაციის სისტემის ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს. მერაბ ცინცაბაძისთვის საეჭვო სამუშაოების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადების შემცირება გახდა. იგი ირწმუნება, რომ მასშტაბური სამუშაოები ხარისხიანად 5 თვის ნაცვლად 4 თვეში ვერ დასრულდებოდა.
ქობულეთის გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოების ვადა თავიდანვე იყო განსაზღვრული, დოკუმენტში ცვლილება კი ბეჭდური ხარვეზის გამო დაფიქსირდა. ზაზა კაიკაციშვილი ხარისხთან დაკავშირებულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს.