ხულოს ბიუჯეტი გაიზარდა

27 მაისი 2016, 00:00 2766 ნახვა

ხულოს გამგეობის ბიუჯეტი 347 ათასი ლარით გაიზარდა და საერთო ჯამში 12 მლნ 415 ათასი ლარია. თანხის ძირითადი ნაწილი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. დეპუტატებმა ასევე საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში მოისმინეს გაწეული მუშაობის შესახებ. სხდომა დაწყებისთანავე დატოვეს ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ფრაქციის თავმდჯომარე ამბობს, რომ 2014-2015 წლებში გამგებლის მიერ გახარჯულ საწვავსა და სამივლინებო ხარჯებზე პასუხი არ მიუღია. საკრებულოს თავმდჯომარის განმარტებით,  გამგეობას ინფორმაცია გადაუგზავნა, მათგან კი მხოლოდ სიტყვიერი განმარტება მიიღო.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი