ქობულეთში არსებულ ვითარებას პრეზიდენტი და პრემიერი გაეცნენ

27 თებერვალი 2025, 15:04 710 ნახვა

დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს და მიმდინარე სამუშაოებს აჭარაში ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტი გაეცნო. მიხეილ ყაველაშვილი ქობულეთის რამდენიმე სოფელშიც იმყოფებოდა, მისი თქმით დარჩენილია რამდენიმე ლოკაცია, სადაც მიმდინარეობს გზების გაწმენდა.

მიხეილ ყაველაშვილი ამბობს, რომ აჭარაში სიტუაცია მართვადია და სამხედრო ძალების დახმარებას რეგიონი არ საჭიროებს.

პრეზიდენტის განცხადებით, მავნებლური დეზინფორმაციული კამპანიებით ოპოზიცია ცდილობს შეიყვანოს შეცდომაში მოსახლეობა თითქოს არაფერი კეთდება, რაც სიცრუეა. 

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით კი უახლოეს პერიოდში გამოწვევები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში