ქობულეთის მაღალი ზონის სოფლებში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

27 თებერვალი 2025, 14:25 295 ნახვა

ქობულეთში 5 მაღალმთიან სოფელში 30-ზე მეტი ადამიანია ჩარჩენილი. მათ შორის ბავშვიც - ინფორმაციას ქობულეთის მერიაში გვიდასტურებენ, ასევე  თოვლშია ჩარჩენილი ცხემვანის ეკლესიის მღვდელიც და ერთი რეინჯერი. მათ დასახმარებლად მაშველები დილიდან გავიდნენ. ჩვენ დაგვიკავშირდნენ სოფელ ქაქუთიდან, ადგილობრივები  გზის გაწმენდას ითხოვენ.

ამბობენ, რომ  მე-8 დღეა   ყველა შესაბამის სამსახურს  უკავშირდებიან  დახმარების თხოვნით, თუმცა უშედეგოდ. ქაქუთში მცოხვრებლებს ამ დრომდე არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და წყალი.

სოფო ფიფიას თქმით,  ქაქუთის ცენტრში შეუძლებელია გადაადგილება, აცხადებს, რომ კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა მაღალი  ზონის სოფლებში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი