ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის მოწვევის საკითხზე ისაუბრეს.
ირაკლი ჩავლეიშვილი მიიჩნევს, რომ ტურისტულის სეზონის წინ გადატვირთული მოძრაობის პრობლემები უშუალოდ სამმართველოს ჩართულობით უნდა გადაიჭრას.
ბათუმის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის კახა ბუხრაძის მოწვევის საკითხზე ისაუბრეს. ირაკლი ჩავლეიშვილი მიიჩნევს, რომ ტურისტულის სეზონის წინ ქალაქში გადატვირთული მოძრაობის პრობლემები უშუალოდ სამმართველოს ჩართულობით უნდა გადაიჭრას.
სიახლეებია მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში. ლეონიძის ქუჩაზე, ყოფილ ელექტრომექანიკური ქარხნის ტერიტორიას სავარაუდოდ ზონალური სტატუსი შეეცვლება, რადგან ახალი მესაკუთრე, ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტი იქ მინი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას გეგმავს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ძველ ბათუმში დიდი ზომის სარეკლამო ბანერების განთავსებაზე ნებართვების გაცემა იზღუდება.
დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალურ ტრანსპორტში საბარათე და საჯარიმო ელექტრონული სისტემაც. ცვლილებები შევიდა საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში და მას 8 მიწის ნაკვეთი დაემატა, რომელთა ჯამური ღირებულებაც 543 ათასი ლარია. ბათუმის ორი მაჟორიტარი დეპუტატს ლევან ბეჟანიძესა და მუხრან ვახტანგაძეს მერიის შენობაში ქირით სამუშაო კაბინეტები გადაეცათ.