დიდთოვლობაა გურიაში. ლანჩხუთის მერმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტა, რომ გაწმენდვითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა თოვლის მაღალი საფარიდან გამომდინარე ყველა ადგილზე ვერ ხერხდება დროული გადაადგილება.
ალექსანდრე სარიშვილის ინფორმაციით, 4 ათასს აბონენტს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება.
მერის თქმით, ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ელექტროენერგიის მიწოდება.
ალექსანრე სარიშვილის თქმით, დღეს პირველ რიგში იმ სამ ლოკაციაზე უნდა მივიდნენ, სადაც მოქალაქეებთან კავშირი არ აქვთ.