დიდთოვლობამ ქობულეთში პრობლემები შექმნა

27 თებერვალი 2025, 10:27 155 ნახვა

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ქობულეთში. მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრამდეა.  ქალაქში კი დაახლოებით 30 სანტიმეტრია.

ბოლო მონაცემებით დიდთოვლობამ 22 საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაანგრია, რამდენიმე ოჯახის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.

რამდენიმე სოფელში პრობლემებია გადაადგილების, ელექტროენერგიის და სასმელი წყლის მიწოდების კუთხით ქობულეთის მერიაში სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბია შექმნილი.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი