თურქეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დღეს თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ უნიეს მერს შეხვდა.
შეხვედრა ძირითადად გაცნობითი ხასიათის იყო. აღსანიშნავია, რომ უნიეს მერი, სადაც ათი ათასობით ეთნიკური ქართველი, მუჰაჯირების შთამომავლები ცხოვრობენ, თავადაც ქართველია და მას ქალაქის ხელმძღვანელობა უკვე მეორე ვადით ანდეს.
დღესვე ქართული დელეგაციის წევრები, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ბათუმის საკრებულოს წევრი იმყოფებიან. ქალაქ უნიეში გამგებელსა და ასევე ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.