ქართული დელეგაციის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დღეს შეხვედრებს გამართავენ ქალაქ უნიეში. ეს არის თურქეთის შავი ზღვის რეგიონის ქალაქი, სადაც ათიათასობით ეთნიკური ქართველი ცხოვრობს. მანამდე კი ისინი იმყოფებოდნენ ქალაქ ჩარშამბისა და სალიფაზარის ქართული კულტურის ცენტრებში.
შეხვედრები გაიმართა, როგორც ხელმძღვანელ პირებთან, ისე აქ მცხოვრებ მუჰაჯირების შთამომავლებთან. მათი მთავარი მოთხოვნა ქართული ენის სასწავლო კურსისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება იყო, რასაც თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველები უკვე წლებია ითხოვენ.
შეხვედრები ტრაპიზონში საქართველოს საკონსულოს ორგანიზებით იმართება.