„გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერს, გიორგი გახარიას და მათ თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნებისას, „აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული „ზონდერჯგუფი“ დაახვედრეს''.
როგორც პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, გახარიასა და ხოკრიშვილის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.
"დღეს, გამთენიისას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან საქართველოში დაბრუნებისას „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიასა და ჩვენს თანაგუნდელს, გერმანიაში ყოფილ ელჩს, ელგუჯა ხოკრიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა წინასწარ ორგანიზებული, წინასწარ მომზადებული პარტიული ზონდერჯგუფი, რომლებსაც აბსოლუტური უმოქმედობით ხელი შეუწყო ადგილზე მყოფმა, ასევე წინასწარ გაფრთხილებულმა პოლიციამ.
ისტერიაში მყოფი მოძალადე ე.წ. ხელისუფლება უკონტროლო ხდება.
გასაგებია, რომ ივანიშვილი შეშინებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შედეგებით და ეს ისტერიაც ამითაა გამოწვეული.
ჩვენი პოლიტიკური ძალა გააკეთებს ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი - ფული და ძალაუფლება, რომ ვეღარასოდეს შეძლოს ქართველ ხალხზე ძალადობა“,- აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.