ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს - გერმანის ელჩი

16 თებერვალი 2025, 17:02 261 ნახვა

ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ევროკავშირი არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებულ უკანონო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს.

 

პ.ს. მე კვლავ უარვყოფ ცრუ მოსაზრებას, რომ – სხვათა შორის, გამოგონილი – „დიფ სთეითი“ გავლენას ახდენს ევროკავშირზე“, – წერს პეტერ ფიშერი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში