ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. არჩევნების მეორე ტური გაიმართება

16 თებერვალი 2025, 11:29 223 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ბადრა გუნბა და ადგურ არძინბა დაუპირისპირდებიან.

ინფორმაციას რუსული მედია აფახაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წინასწარი შედეგები“ დღეს შუადღისას გამოცხადდება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. „პრეზიდენტობისთვის“ ხუთი „კანდიდატი“ იბრძოდა: ბადრა გუნბა, ადგურ არძინბა, ოლეგ ბარციცი, რობერტ არშბა და ადგურ ხურხუმალი.

გუშინ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა განცხადება გაავრცელა, რომელშც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს არ აღიარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში