ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

15 თებერვალი 2025, 11:59 213 ნახვა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა და „ხმის მიცემა“ 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. ოკუპირებულ აფხაზეთში 152 „საარჩევნო უბანია“ გახსნილი.
ასევე, ოკუპირებული აფხაზეთის გარდა ე.წ. არჩევნები რუსეთის ორ ქალაქში, მოსკოვსა და ჩერკესკშიც ტარდება. ე.წ. საარჩევნო უბანი თურქეთის ქალაქ საქარიაშიც უნდა გახსნილიყო, თუმცა "არჩევნების" წინა დღეს დაიხურა. ამასთან, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ე.წ. არჩევნებზე დასაკვირვებლად თავისი წარმომადგენლები არ გაუგზავნია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში