ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო

14 თებერვალი 2025, 16:37 362 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ნეტგაზეთისა" და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა დაუშვებლად ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე, ლევან ყოლბაიამ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

უფლებადამცველები მოითხოვდნენ, სასამართლოს მზია ამაღლობელის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა და ის წინასწარი პატიმრობიდან გაეთავისუფლებინა. აღნიშნული შუამდგომლობით ადვოკატებმა სასამართლოს გუშინ მიმართეს.

 

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში