თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში ხედავს გამოსავალს ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარეც.
აშშ-ის კონგრესმენ ჯო უილსონს მიაჩნია, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია უკიდურესად ძლიერია და შეიცავს ივანიშვილის რეჟიმის ხელშემწყობთა სრულ სიას, რომლებიც ამერიკელი კანონმდებლის თქმით უნდა დასანქცირდნენ.