პაატა ბურჭულაძე “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის” 5000 ლარით დააჯარიმეს

14 თებერვალი 2025, 11:01 278 ნახვა

ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე საპროტესტო აქციაზე გზის გადაკეტვისთვის პოლიციამ 5000 ლარით დააჯარიმა. შსს-ის წარმომადგენლებმა ჯარიმის ქვითარი მას სახლში მიუტანეს, ვიდეო სოციალურ ქსელში თავად პაატა ბურჭულაძემ გაავრცელა.

სამართალდამცველმა მომღერალს უთხრა რომ 12 თებერვალს "პარლამენტის მიმდებარედ საავტომობილო გზის ზოლს კეტავდა", რაზეც ბურჭულაძემ უპასუხა, რომ პარლამენტის მიმდებარედ საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ იმყოფებოდა ოპერის წინ, სადაც საიუბილეო  მარშში მონაწილეობდა.

პაატა ბურჭულაძემ ჯარიმის ქვითარს ხელი არ მოაწერა და პოლიციელს უთხრა, რომ "არ აღიარებს მათ მთავრობას".

შსს-ს წარმომადგენელმა მას განუმარტა, რომ ქვითარი ჩაბარებულად ითვლება, რადგან იგი მას უკვე გაეცნო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში