ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "HASKAL" დააკავეს

14 თებერვალი 2025, 10:46 191 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მონღოლეთის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "HASKAL" დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეა, სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქმისწარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის "დ" ქვეპუნქტით.

უწყებაში განმარტავენ, რომ გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა - 10 000 ლარი. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში