ბათუმის სახელმწიფო ცენტრი პროექტ "დებიუტის" შემაჯამებელ კონცერტს ხვალ მართავს
კოსტიუმირებულ კონცეტრში მუსიკალური ცენტრის დებიუტანტი მომღერლები მონაწილეობენ, რომლებიც მსმენელების წინაშე სხვადასხვა საოპერო არიებით წარსდგებიან. კონცერტზე დებიუტანტებისა და უკვე შემდგარი მომღერლების დუეტებიც გაიჟღერებს, მათ შორის იქნება ტენორი ირაკლი კახიძე.
ბათუმის სახელმწიფო ცენტრი პროექტ "დებიუტის" მიზანი დამწყები ვოკალისტების განვითარების ხელშეწყობა.
კოსტიუმირებული პერფომანსი, ხვალ მუსიკალურ ცენტრში საღამოს 7 საათზე დაიწყება.