''მორიგი ტყვე გახლავართ ივანიშვილის'' - ირაკლი ჩხვირკია

25 აპრილი 2017, 00:00 2270 ნახვა

"მორიგი ტყვე გახლავართ ივანიშვილის" განაცხადა დარბაზის დატოვებისას ირაკლი ჩხვირკიამ, რომელსაც მერაბ ღოღობერიძესთან ერთად ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდეს. გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დარბაზში. 

დაკავებული ირაკლი ჩხვირკიას დედამ, მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. "ნამდვილად მქონდა იმის იმედი, რომ მოსამართლე სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებდა, რადგან პროკურატურა იყო უსუსური, არც კითხვებზე პასუხები არ ქონდათ, ყველაფერს კითხულობდნენ წარმომადგენლები" - განაცხადა დაკავებულის დედამ ციცო ჩხვირკაიამ. 

"მე და ირაკლი დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს. ჩემი შვილი უდანაშაულოა" - აღნიშნა ჩხვირკაიას დედამ. "მორიგი ტყვე გახლავართ ივანიშვილის" - ამ სიტყვებით დატოვა დარბაზი თავად ირაკლი ჩხვირკიამ.

ამავე კატეგორიაში