გაითვალისწინებს თუ არა მოსამართლე პროკურატურის მოთხოვნას და დატოვებს თუ არა, ბათუმის აქციის საქმეზე დაკავებულ, მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას წინასწარ პატიმრობაში, ჯერ-ჯერობით უცნობია. სხდომა ამ დრომდე გრძელდება.
ღოღობერიძის ადვოკატი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლებას 40 ათასი ლარის ქონებრივი უზრუნველყოფით ითხოვს. გირაოთი გათავისუფლებაა ირაკლი ჩხვირკიას ადვოკატის მოთხოვნაც. საქმე ეხება 11-12 მარტის ბათუმის აქციას, სწორედ ამ აქციის ორგანიზებაში, მასობრივი არეულობის მოწყობაში ედებათ ბრალი დაკავებულებს.