საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ჩაშლილ ტენდერებზე

25 აპრილი 2017, 00:00 3762 ნახვა

''გამგებლის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში, წინა წლის ბიუჯეტის 98 პროცენტით შესრულების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება''- აცხადებს ქობულეთის საკრებულოს  წევრი ''ნაციონალური მოძრაობიდან''.  ბონდო თედორაძის თქმით, 2 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები არ შედგა. დეპუტატი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზეც საუბრობს, მაგალითად კი ფიჭვნარის ბაღის დაზიანებული ფასადი მოჰყავს.

გამგებლის განცხადებით, აღნიშნული ტენდერები ხელახლა გამოცხადდა და დაგეგმილი პროექტებიც განხორციელდა.  სულხან ევგენიძე  განმარტავს, რომ კომპანიებს ხარვეზების გამოსწორება თავისი ხარჯებით პროექტის დასრულებიდან 5 წლის განმავლობაში  ევალებათ. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი