ქობულეთში ძლიერი ქარის დროს დაზიანებული ელექტრო გადამცემი ხაზები აღდგენილია, შესაბამისად შეზღუდვა მუნიციპალიტეტში ენერგომომარაგების კუთხით მოხსნილია. პარალელურად კი მოქალაქეები ცხელ ხაზზე ისევ რეკავენ, ამ დროისთვის 130 ზარია შესული. რაც შეეხება ზარალს, ქარმა ქობულეთში 4 საცხოვრებელ კურპუსსა და 50-მდე კერძო სახლს დაუზიანა სახურავი. მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები. ზარალის ზუსტი ოდენობა ზუსტდება.