ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო

29 იანვარი 2025, 11:36 180 ნახვა

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე დაიწყო. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე "ლელო საქართველოსთვის" წევრმა ვაჟა დარჩიამ განცხადება გააკეთა.

დარჩიამ აჭარის სამმართველოსთან მისი დაკავების ფაქტსა და პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა.  კოლეგებს შეახსენა წინა ხელისუფლება, რომელიც მისი განცხადებით სწორედ ძალადობრივი რეჟიმის გამო დამარცხდა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” იგივე გზას აგრძელებს.

მისივე განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა დამნაშავეები გაათავისუფლა, ხოლო მშვიდობიანი მომიტინგეები დააპატიმრა, რომ ის არალეგიტიმური პრეზიდენტია, რასაც ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

მმართველი პარტიის წევრების განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობა უკვე აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და მასში ეჭვი არ ეპარებათ. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებენ და აცხადებენ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა სწორედ მათ არ უნდათ.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 21 საკითხზე უნდა იმსჯელონ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში