ენმ-ს პროტესტი

24 აპრილი 2017, 00:00 3435 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნოდარ დუმბაძე ბათუმის მერიას სატენდერო მაქინაციებში ადანაშაულებს. ბათუმის საკრებულოს წევრი აცხადებს, რომ ქალაქში ორი მინი სტადიონის მშენებელი კომპანიისგან ობიექტები, ტენდერის მოთხოვნების შეუსრულებლობის მიუხედავად, მაინც ჩაიბარეს. ის კორუფციის ნიშნებზე საუბრობს, და ამბობს, რომ ბევრი კომპანიისთვის სერტიფიკატის წარდგენის ვალდებულება დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო. ნოდარ დუმბაძე ბრალდებებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნის საფუძველზე აკეთებს, რომელიც უწყების ვებ გვერდიდან აქვს აღებული, თუმცა როგორც ამბობს საიტზე  დასკვნა აღარ იძებნება.

ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ კორძაძე ბრალდებას უარყოფს. მისი განცხადებით, ორივე შემთხვევაში სერტიფიკატები წარმოდგენილია და ტენდერების ელექტრონულ საიტზეა ატვირთული.

ამავე კატეგორიაში