ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არჩეულია. აკადემიური საბჭოს ხმათა უმრავლესობით 4 წლის ვადით, უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელის თანამდებობა, ,ქართული ოცნების’’ უმაღლესი საბჭოს ყოფილმა დეპუტატმა, ტიტე აროშიძემ დაიკავა.
უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოდან ტიტე აროშიძეს მხარი ქეთი ბერიძის გარდა 10- მა დაუჭირა. საბჭოს წევრმა, ფარული კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, რომ იგი არცერთ კანდიდატს არ დაუჭერდა მხარს, რადგან მისი შეფასებით, უნივერსიტეტის რექტორი უმაღლესი სასწავლებლიდან უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი.
საბჭოს შემადგენლობაშია ასევე, ტიტე აროშიძის ძმა, პაატა აროშიძე, რომელიც განმარტავდა, რომ საბჭოში მუშაობის 6 წლის გამოცდილება აქვს და ის რომ ტიტე აროშიძე მისი ძმაა ხმის მიცემის აკრძალვა არ მოქმედებს.
ტიტე აროშიძემ მხარდაჭერისთვის აკადემიურ საბჭოს მადლობა გადაუხადა, რაც შეეხება მის პოლიტიკურ შეხედულებებს, უკვე არჩეული რექტორი ირწმუნება, რომ სამსახურებრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იგი პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება.
არჩილ გუჩმანიძისთვის კი ტიტე აროშიძის არჩევა მოულოდნელი არ ყოფილა, მის მიმართ ზეწოლისა და მუქარის ფონზე.
ბიოლოგიის დოქტორის, ასოციაცია ,,ფლორასა და ფაუნას’’ გამგეობის თავმჯდომარის თქმით, მმართველმა ძალამ ტიტე აროშიძის წარდგინებით უნივერსიტეტის მიაყენა შეურაცხყოფა, პასუხისმგებლობას კი აკადემიურ საბჭოს აკისრებს.