„მხნედ იყავ და გაძლიერდი“ - ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში შემოქმედებითი საღამო გაიმართა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, ნახატები და ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს, გაიმართა კონცერტიც.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია - ''შშმ პირების უფლებებისთვის'' მსგავსი აქტივობების ჩატარებას სამომავლოდაც გეგმავს.