საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია. შავი ზღვის სანაპიროზე, ქარის სიჩქარე წამში 26-28 მეტრს მიაღწევს. ამ დროისთვის, ზღვაზე 3-დან 4 ბალამდე სიმძლავრის შტორმი ფიქსირდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღის მეორე ნახევარში, შტორმი ხუთ ბალს მიაღწევს, დღის ბოლოს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი. საქართველოში 26 აპრილიდან გამოიდარებს.