სოფელ გვარაში 3 ფერმერს, სამრეწველო ბაღების გაშენებისთვის 990 ძირი ჩანდლერის ჯიშის კაკლის ნერგი გადაეცათ. ნერგების გადაცემა აგროპროექტების მართვის ცენტრის პროექტის „მაღალეფექტური მრავალწლიანი სასოფლო -სამეურნეო კულტურების წარმოების განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა, რომლის ბიუჯეტიც 341 637 ლარია, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტში, ფერმერების თანადაფინანსების პრინციპით ბაღების გაშენებას ითვალისწინებს.