საინფორმაციო კამპანია ქედაში

21 აპრილი 2017, 00:00 3204 ნახვა

საგზაო მოძრაობის წესებზე ისაუბრეს ქედაში გამართულ შეხვედრაზე. ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მიკროავტობუსების მძღოლებს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები შეხვდნენ. ისინი მიკროავტობუსების მძღოლებს საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.  

შეკრებილებს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა დარღვევების სტატისტიკაც გააცნეს. ავტოსაგზაო შემთხვევებისას,  საქართველოში ყოველწლიურად, საშუალოდ 600 ადამიანი იღუპება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი