რეგიონის პირველი პირის პოსტზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ თორნიკე რიჟვაძეს ქართული ოცნების დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს.
კანონმდებლები დაინტერესდნენ გაგრძელდება თუ არა ბათუმში კა-ეფ-დაბლიუს მიერ დაფინანსებული მეხუთე ფაზის პროექტი, რიჟვაძის განმარტებით აღნიშნულ პროექტს საფრთხე არ ემუქრება და ის გონივრულ ვადებში შესრულდება.
შეკითხვა იყო ცეცხლაურის ნაგავსაყრელთან დაკავშირებითაც - მთავრობის მეთაურის თქმით, დაახლოებით 6 თვეში მოხდება ტექნიკური გადაიარაღება და ეს საკითხი გადაიჭრება.
ასევე შეკითხვები დაისვა გაზიფიკაციის, წყალმომარაგებისა და ციტრუსის რეალიზაციის საკითხებთან დაკავშირებითაც. უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების დეპუტატებმა მთავრობის მეთაურს და მინისტრთა კაბინეტის წევრებს სამოქმედო გეგმის მთავარი პრიორიტეტები მოუწონეს.