უმაღლესი საბჭო აჭარის მთავრობის შემადგენლობას ხვალ დაამტკიცებს

30 დეკემბერი 2024, 15:13 251 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოს ბიუროს სხდომაზე აჭარის მთავრობის ფორმირების საკითხი განიხილეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი  კომიტეტსა და ფრაქციას  განსახილველად დაჩქარებულ ვადაში  გადაეგზავნათ. ოპოზიცია, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ცნობს,  ბიუროს სხდომას არ ესწრებოდა.  დღესვე გახდება  ცნობილი თუ რომელ საათზე ჩაინიშნება ხვალ დაგეგმილი  პლენარული სხდომა, რომელზეც დეპუტატები აჭარის მთავრობას დაამტკიცებენ. როგორც ცნობილია, უცვლელი იქნება  რეგიონის მთავრობის შემადგენლობა. მთავრობის  დასამტკიცებლად 11 დეპუტატის ხმა საკმარისია. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში