საქართველოს მე-6 პრეზიდენტის ინაუგურაცია

29 დეკემბერი 2024, 14:52 195 ნახვა

საქართველოს მე-6 პრეზიდენტის პირველი საკადრო გადაწყვეტილება, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად ქეთევან კვინიკაძე დანიშნა.
ქეთევან კვინიკაძე დღემდე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
პრეზიდენტის ინაუგურაცია პარლამენტის სასახლეში გაიმართა. მიხეილ ყაველაშვილმა საპრეზიდენტო ფიცი დადო რომ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღასრულებს.
ინაუგურაციას ქართული ოცნების დეპუტატები, პარტიის დამფუძნებელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები და მიხეილ ყაველაშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში