საგარეო მინისტრების გამოხმაურება

28 დეკემბერი 2024, 12:22 117 ნახვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად. ბაიბა ბრაჟეს თქმით, ეს არის ის ნაბიჯი რაც ხალხის მოთხოვნას შეესაბამება.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კი აღნიშნავს, რომ დადგა დრო იგივე ნაბიჯი გადადგან ევროკავშირის ინსტიტუტებმა და წევრმა ქვეყნებმა. მინისტრის თქმით, ლიეტუვა ქართველი ხალხის გვერდით დგას.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ასევე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. აღნიშნა, რომ ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში