29 დეკემბერს, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება

28 დეკემბერი 2024, 10:52 197 ნახვა

ხვალ, 29 დეკემბერს, ქვეყნის ისტორიაში პირველად არაპირდაპირი წესით არჩეული, მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით, 40 წუთს გაგრძელდება.

ინაუგურაციას საარჩევნო კოლეგიის წევრები, საქართელოს მთავრობა, საკონსტიტუციო ორგანოებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

სპეციალურად ამ დღისთვის, დაიბეჭდა საინაუგურაციო კონსტიტუცია.

პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის გამართვის მიზნით, ხვალ, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ.

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 14 დეკემბერს,  საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით აირჩია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში