საკონსტიტუციო ცვლილებების და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შესახებ უმრავლესობის წევრმა განცხადება გააკეთა, მისი თქმით მოსახლეობას არ ადარდებს პრეზიდენტის არჩევის წესი.
"ადამიანებს არ ადარდებთ პრეზიდენტი პირდაპირი წესით იქნება არჩეული თუ არა, ადამიანებს ადარდებთ კეთილდღეობა ქვეყნის, რამდენად ეფექტიანი მთავრობა ეყოლებათ, თავიანთ სოციალური მოწყობა, ჯანდაცვა, პენსია და საერთოდ ცხოვრება და შვილების განათლება. აი ეს არის ძირითადი აქცენტი და არა თითიდან გამოწოვილი პრობლემები, დამერწმუნეთ რაა" - აცხადებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.
გუშინ ბათუმში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლების ჩამორთმევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვილებებით მოქალაქეების გამოკვეთლი სურვილი თავად აირჩიოს ქვეყნის პირველი პირი უგულებელყოფილია . ასევე, პრეზიდენტის შეფასებით არსებული ცვლილებები საშიშია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთის.