სისხლის გადასხმის აქცია

21 აპრილი 2017, 00:00 3561 ნახვა

“გაიღე სისხლი- აჩუქე ბავშვებს სიცოცხლე" - ამ სახელწოდების აქცია ჩატარდა ქედაში. სხვადასხვა ჯგუფის სისხლი  54-მა ადგილობრივმა უანგაროდ გაიღო. მათ შორის იყვნენ საჯარო მოხელეები. გაღებული სისხლით, იაშვილის კლინიკაში ლეიკემიით დაავადებულ  ბავშვებს დაეხმარებიან. ღონისძიება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა. აქციის მონაწილეები მოსახლეობას მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი