ეუთო/ოდირის დასკვნა იყო საბოლოო ეტაპი მთლიანად ამ არჩევნების შემდგომი პროცესის, რამაც ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას - ნინო წილოსანი

22 დეკემბერი 2024, 13:11 125 ნახვა

ეუთო/ოდირის დასკვნა იყო საბოლოო ეტაპი მთლიანად ამ არჩევნების შემდგომი პროცესის, რამაც ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას, - ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, ოპოზიციას არ მოეწონა ის შეფასება, რომლითაც სამართლიანად და კონკურენტუნარიანად იყო შეფასებული არჩევნების პროცესი.

„ეუთო/ოდირის დასკვნა იყო საბოლოო ეტაპი მთლიანად ამ არჩევნების შემდგომი პროცესის, რამაც ცივი წყალი გადაასხა ოპოზიციას. ოპოზიციას რა თქმა უნდა არ მოეწონა ის შეფასება, რომლითაც სამართლიანად და კონკურენტუნარიანად იყო შეფასებული არჩევნების პროცესი, მათ შორის, ის, რომ უბნების 90 %-ზე საარჩევნო პროცესი კარგად იყო შეფასებული, რომ ცესკო-მ მიიღო დადებითი გამოხმაურება იმ პროცესების წარმართვის გამო, რომელსაც ჩვენ ალბათ ყველა ვუყურებდით, თუმცა, სხვანაირად სურდა ოპოზიციას წარმოეჩინა“, - განაცხადა წილოსანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში