ცოტა ხნის წინ დასრულდა პრეზიდენტის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრეს. პოლიტიკური პარტიებისა და მესამე სექტორის კითხვები პრეზიდენტის არჩევის წესს და კონსტიტუციაში მოსახლეობის ჩართულობას უკავშირდებოდა.