პარტია საქართველოსთვის ლიდერი საჯარო მოხელეებს მიმართავს. გიორგი გახარიამ მოუწოდა მათ - დაარღვიონ დუმილი. რადგან მათი დუმილი დააზიანებს მომავალს. ყოფილი პრემიერის თქმით, ოცნებას არალეგიტიმურ პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივით მძევლად აჰყავს საჯარო სექტორი. მისი განცხადებით, ქართულმა ოცნებამ საჯარო სექტორისთვის რეპრესიული საკანონმდებლო ჩარჩო შექმნა.