აჭარის უმაღლესი საბჭო ოპოზიციის მანდატების დატოვებაზე 

17 დეკემბერი 2024, 14:44 313 ნახვა

აჭარის უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება ოპოზიციის 4 ბარიერგადალახული პარტიიდან სამ პარტიას აქვს შეტანილი, თუმცა განცხადების ფორმა სწორად მხოლოდ  პარტია "ახალის" წევრ მირდატ ქამადაძეს აქვს დაწერილი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ტიტე აროშიძის განცხადებით, ამ ფორმით ოპოზიცია უკან დასახევ გზას იტოვებს. მისი თქმით, განცხადებებზე გადაწყვეტილება კანონმდებლობის თანახმად განხილვების შემდგომ მიიღება. უმაღლესი საბჭოს ამ განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ ოპოზიციაში.

ბარიერგადალახული ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ პროცედურა ხელოვნურად ჭიანურდება, რადგან ლეგიტიმაციისთვის მმართველ პარტიას უმაღლეს საბჭოში რეალური ოპოზიციის არსებობა ესაჭიროება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში