ევროკავშირის გადაწყვეტილება

16 დეკემბერი 2024, 20:12 264 ნახვა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დებატები საქართველოზე დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთმა და სლოვაკეთმა სანქციები დაბლოკეს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს.
იოზვიაკის თქმით, ევროკომისია განსახილველად წარადგენს ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას.
სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი კი აცხადებს რომ საქართველოში არსებული სიტუაცია ობიექტურად უნდა შეფასდეს, ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას.
მისივე განცხადებით, სერბეთი, რომელიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაში გადამწყვეტ როლს თამაშობს, განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში