ხანძრით დაზარალებულები

20 აპრილი 2017, 00:00 2863 ნახვა

ქედაში, ხანძრით დაზარალებულ გოგიტიძეების ოჯახს, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები  ადგილობრივმა მოსახლეობამ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ გადასცეს. ხუთწევრიანი ოჯახი გამგეობის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. გეოლოგების დასკვნით, გოგიტიძეების საცხოვრებელი ტერიტორია მეწყერსაშიშ ზონაშია და ტერიტორიაზე ახალი სახლის მშენებლობა დაუშვებელია. გამგებლის ინფორმაციით, ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პროგრამაში ჩაერთვება და 25 ათას ლარს მიიღებს. შეგახსენებთ, ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი, 6 აპრილს მთლიანად დაიწვა.

ამავე კატეგორიაში