ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლთან საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა ნაწილმა გამართა საპროტესტო აქცია “ერთად ევროპისკენ”. “უსაფრთხო გარემო”, “ღირსეული ცხოვრება”, “გამოხატვის თავისუფლება”, “ხარისხიანი განათლება”, “ბავშვებზე მოძალადე რუსულ რეჟიმს არ შევეგუებით” - ეწერა მასწავლებელთა თვითორგანიზებული ჯგუფის მიერ მოწყობილ აქციის მონაწილეთა ტრანსფარანტებზე.
მათი თქმით, ყველაზე მთავარი მოთხოვნა კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესრულებაა: რადგან განმარტეს, რომ ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსს ცვლის და მომავალ თაობებს ევროპულ მომავალს ართმევს.
მასწავლებლები მოგვიანებით აჭარის მთვარობის სახლთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ, სადაც გვიან ღამემდე გაგრძელდა გამოსვლები როგორც მასწავლებლების, ასევე სტუდენდების.