სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.
მანამდე კულტურის სამინისტროს წინ შეკრებილმა რესტავრატორებმა/კონსერვატორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა მარჯანიშვილის მოედანზე გადმოინაცვლეს, სადაც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: „ვინახავთ ისტორიას, ვაშენებთ მომავალს!“, „არა პოლიციური რეჟიმის დაკანონებას“.