ე.წ. ამერიკული მოდელით ხმოსნების მიერ, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო და მას 224 ხმოსანმა დაუჭირა მხარი.
ოპოზიციური პარტიები ხმის მიცემის პროცესს ბოიკოტს უცხადებენ და პარლამენტს არ აღიარებენ.
''ქართულ ოცნებაში'' მიაჩნიათ, რომ ყაველაშვილის გაპრეზიდენტება ინსტიტუციას კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნებს, თუმცა მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასევე არ აღიარებს ამ არჩევნებს და აცხადებს, რომ არსად არ აპირებს წასვლას.