ბათუმი-თბილისის მატარებელი რიკოთის უღელტეხილზე გაჩერდა

15 დეკემბერი 2024, 11:53 359 ნახვა

"ბათუმი-თბილისის" სამგზავრო მატარებელი რიკოთის უღელტეხილზე გაჩერდა.

როგორც მატარებლის მგზავრები ამბობენ, რიკოთზე ინტენსიურად თოვს.

საქართველოს რკინიგზის ცხელი ხაზის ოპერატორის ინფორმაციით, "ბათუმი-თბილისის" მატარებელი, ამ დროისთვის, მარელისი-მოლითის ტერიტორიაზეა გაჩერებული. მისივე ინფორმაციით, მატარებელი ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა.

აღნიშნული რეისი თბილისის რკინიგზის სადგურზე 10-15 წუთიანი დაგვიანებით შევა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში