მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მე-6 პრეზიდენტია

14 დეკემბერი 2024, 20:15 414 ნახვა

ე.წ. ამერიკული მოდელით დღეს ხმოსნებმა საქართველოს ახალი პრეზიდენტი აირჩიეს და ერთადერთ კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს დაუჭირეს მხარი.

225 ბიულეტენიდან 224-ში სწორედ მიხეილ ყაველაშვილის სახელი იყო მითითებული, ხოლო ადა მარშანიამ თავი შეიკავა. 

ხმოსნებში შედიან პარლამენტის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წევრები და ასევე ადგილობრივი საკრებულოების წევრები.

ხმის დათვლის პროცესი იყო საჯარო და სახელობითი, ბუნებრივია მმართველი გუნდის ოპონენტები ამ არჩევნებს არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ყაველაშვილი არალეგიტიმური პრეზიდენტია.

ნატა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში