დღეს, თბილისის შუაგულში საახალწლო ნაძვის ხე აინთება და ოჯახებიც საზეიმო სამზადისს იწყებენ. მოვახერხოთ, ერთმანეთს გამარჯობა ვუთხრათ და მშვიდობით დავშორდეთ, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ხუნდაძე წერს, „რადიკალიზმი სიკეთეს ვერ მოიტანს და ის დროულად უნდა შეჩერდეს“.
„სიკეთე და სიმშვიდე ჩვენს ერთადერთ სამშობლოს! რადიკალიზმი სიკეთეს ვერ მოიტანს და ის დროულად უნდა შეჩერდეს. ქუჩაში მუდმივი აურზაური, ძალადობა, ბულინგი, შეურაცხყოფა და „მივარდნები“ არ არის დასავლური სტანდარტი.
უმცირესობის უმრავლესობად წარმოჩენა დემოკრატიას ფუნდამენტურად აზიანებს და საწინააღმდეგო აზრის მიუღებლობა მის განადგურებამდე, ფაშიზმის მაჩვენებელია, ეკლესიაზე თავდასხმა კი - საბჭოური გადმონაშთი. სამწუხაროდ, ამის ჩამდენი ხალხი იჩემებს „დასავლურობას“ და სხვას „რუსეთუმეობას“ აბრალებს.
დროა სამშობლოს სიყვარულს ჩამოვაცილოთ პოლიტიკური კეკლუციც და ბრმად ვიღაცის მიდევნებაც. ბრაზი სიმშვიდით შევცვალოთ და ზიზღი -კეთილგანწყობით.
დღეს, თბილისის შუაგულში საახალწლო ნაძვის ხე აინთება და ოჯახებიც იწყებენ საზეიმო სამზადისს. მოვახერხოთ და ერთმანეთს გამარჯობა ვუთხრათ და მშვიდობით დავშორდეთ," - წერს დიმიტრი ხუნდაძე, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.