საერთაშორისო მედიის გამოხმაურება

14 დეკემბერი 2024, 17:13 261 ნახვა

საერთაშორისო მედია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ წერს. საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტად ულტრამემარჯვენე, ფეხბურთელი აირჩია - აღნიშნულია სიენენის სტატიაში.

„ესოშიეითიდ პრესის“  სტატიაში კი წერია, რომ ყაველაშვილმა მარტივად მოიგო არჩევნები, რადგან საარჩევნო  კოლეგიას „ქართული ოცნება“ აკონტროლებს.

„ბიბისი“ წერს, რომ ევროკავშირის მხარდამჭერი 17დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ საქართველოს სადავო პარლამენტმა პრეზიდენტად „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფეხბურთელი დანიშნა.

„მიხეილ ყაველაშვილი, მზარდი ავტორიტარული მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და ამ თანამდებობაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატია. ის არის პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია, როგორც ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი ხმა საქართველოში“, – წერს „ბიბისი“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში