11:30 საათისთვის ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები შედგა - ცესკოს პრესსპიკერი

14 დეკემბერი 2024, 12:29 275 ნახვა

11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, არჩევნები შედგა - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

„ხმის მიცემის პროცესი 14:00 საათამდე გაგრძელდება, თუმცა, 11:30 საათისთვის პროცესში მონაწილეობა უკვე ჰქონდა მიღებული კოლეგიის 170 წევრს. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, შედგა არჩევნები, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

 

რაც შეეხება კანდიდატს, კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება, თუ ის მიიღებს საარჩევნო კოლეგიის რული შემადგენლობის ორ მესამედს ანუ 200 ხმას, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, დღესვე გაიმართება მეორე ტური, სადაც კანდიდატმა უნდა მიიღოს ხმების უმრავლესობა. ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ, გაიმართება პარლამენტის სასახლეში ცესკოს სხდომა, სადაც კანონით დადგენილი წესით დაითვლება ბიულეტენები, შეივსება შემაჯამებელი ოქმი და ცესკოს თავმჯდომარე შედეგებს წარუდგენს, როგორც საარჩევნო კოლეგიას, ასევე, საზოგადოებას", - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში